პრემიერი – თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა

თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა, – ეს განცხადება მედიასთან პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძემ მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხდა შსს-ს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და თითოეულ პოლიციელს. კობახიძის თქმით, მათი დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ “მაიდნის” მორიგ მცდელობას პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა.
„თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია. სწორედ ამ ჯანსაღმა რეაქციამაც მოგვცა ჩვენ ასეთ ინციდენტებზე სწორად რეაგირების და რაც მთავარია, ასეთი ინციდენტების სამომავლოდ პრევენციის საშუალება. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს ჯანსაღი რეაქციისთვის,“- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება