არქივი15 მაისი, 2024, 15:38
პრემიერი: ვგმობთ ფიცოზე თავდასხმას, ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი და სლოვაკი ხალხისადმი
მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას. ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი და სლოვაკი ხალხისადმი.
წერს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.
სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ესროლეს და დაჭრეს. ის ჰოსპიტალიზებულია. პრორუსული პოლიტიკით ცნობილი ფიცო დაჭრეს ქალაქ ჰანდლოვაში კულტურის საზოგადოების ცენტრის წინ, სადაც მთავრობის შეხვედრა მიმდინარეობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.