პრემიერი ელენე ხოშტარიაზე – თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტირუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან მას ერიცხება კონკრეტული თანხები

ის არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტირუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან მას ერიცხება კონკრეტული თანხები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან და ამაზე თავისი დასკვნები ქართულმა საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გამოიტანოს.
„ამაზე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. ეს არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტი რუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან მას ერიცხება კონკრეტული თანხები. ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან და ამაზე თავისი დასკვნები ქართულმა საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გამოიტანოს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს