არქივი24 სექტემბერი, 2024, 20:57
პრემიერი - ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში მქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან შეხვედრის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს მადლობას უხდის საქართველოში რეფორმების პროცესისა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
“ვისაუბრეთ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად”, - წერს პრემიერი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.