ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი - განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან - უახლოესი კვირების განმავლობაში, გვექნება არაერთი ვიზიტი ამ რეგიონში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოესი კვირების განმავლობაში, მთავრობის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდებიან.
მისივე თქმით, ხელისუფლების ვალია, რომ აღნიშნულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე მაქსიმალურად იზრუნონ.
“უახლოესი კვირების განმავლობაში, ჩვენ გვექნება არა ერთი ვიზიტი ამ რეგიონში, რაც არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან. ჩვენი ვალია, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ აქ მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე”, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.