პრემიერი – გამოწვევები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს წინაშეა, ძალიან ბევრია – მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნას დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე იქნას მიღებული – გამოწვევა ძალიან ბევრია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა მოთხოვნები ექნება ჯანდაცვის ახალი მინისტრისადმი.
როგორც კობახიძემ განმარტა, ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა გამოწვევებთან გასამკლავებლად.
„გამოწვევები, რომელიც სამინისტროს წინაშეა, ძალიან ბევრია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნას დარგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კონსულტაციების საფუძველზე – ესენი არიან სამედიცინო საზოგადოება, დევნილები, ის ადამიანები, რომელთანაც დაკავშირებულია სოციალური დახმარების სისტემა. მნიშვნელოვანია იყოს თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ეფექტიანი მენეჯმენტი. მიხეილ სარჯველაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა გამოწვევებთან გასამკლავებლად, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ ბატონი მიხეილი იქნება საუკეთესო მინისტრი და ღირსეულად დაიკავებს ამ თანამდებობას“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს