ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერი - გაეროს გენერალური ასამბლეა აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა განხილული იყოს და მოგვარდეს ჩვენს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები

პრემიერი - გაეროს გენერალური ასამბლეა აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა განხილული იყოს და მოგვარდეს ჩვენს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები

მქონდა პატივი, დავსწრებოდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას, ეს უნიკალური პლატფორმა აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა განხილული იყოს და მოგვარდეს ჩვენს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს თანამშრომლობის მნიშვნელობას მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.
„თანამშრომლობით ხდება მშვიდობის, მდგრადი განვითარების და ადამიანის ღირსების ხელშეწყობა ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მომავლის შექმნისთვის, რომელიც ყველასათვის უზრუნველყოფს თანასწორობას, თანამშრომლობას და პროგრესს", - წერს პრემიერი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.