არქივი27 ივნისი, 2024, 22:23
პრემიერი აცხადებს, რომ მთავარია საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი, კონკრეტულად, ვინ გაემგზავრება, მოგვიანებით დაზუსტდება
საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტულად ვინ წავა ნატო-ს სამიტზე, მოგვიანებით დაზუსტდება.
„იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე, დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. შემდეგ მოგახსენებთ დეტალებს. ქვეყანა ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ნატოს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს ჩატარდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.