ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია“ - ღარიბაშვილი

პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, გულანთებული ახალგაზრდობა არის ის ძალა და ენერგია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარება და პროგრესული იდეების, ქვეყნისთვის სასარგებლო იდეების განხორციელება.
„ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ აუცილებელია დიალოგი, ვითარების დამშვიდება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ძალიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ბევრი ახალგაზრდა შესაძლოა, იყოს ამ აქციებში და ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“ ახალგაზრდულ ფრთას და ა.შ. მაგრამ იქ არიან ჩვეულებრივი აპოლიტიკური ახალგაზრდები, ჩვენი გულანთებული ახლაგაზრდა თაობა, მათთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, რომ „დისკუსიას რა აზრი აქვს, როდესაც კანონი მიღებულია“, ღარიბაშვილმა აღნიშნა:
„აზრი ყოველთვის აქვს. თუ ეს აზრი გამიზნულია, რომ მოხდეს შეთანხმება ან გამოსავალი იქნას მოძიებული, რატომ არ აქვს აზრი? პრობლემა ის არის, რომ არ იყო მანამდე კონკრეტული თანმხვედრი იდეები და წინადადებები. ვენეციის კომისია მუშაობს და დაველოდოთ რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან გაკეთდა უკვე საკმარისზე მეტი განმარტებები. პრემიერმა თქვა, რომ ჩვენი გუნდი მზად არის დისკუსიისთვის. მათ შორის პარტნიორებთან უნდა გავიგოთ, რა არ არის მიუღებელი. ვფიქრობ, რაღაც გამოსავალს გამოვნახავთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.