ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრემიერის თქმით, კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი. მისი თქმით, ძეგლს დადგამენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე პარკში.
„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით და თქვენ იცით, რომ ჩვენი გმირი მეფე ერეკლე მეორე არის ამ თვალსაზრისით გამორჩეული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.