პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, აშშ–შიიმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციადა ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ–სთვის. გასული 4 წელი იყო საკმაოდ რთული მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, იყო არაერთი კრიზისი, კვლავაც მიმდინარეობს ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ 4 წლისგანმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმი არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემაა, ამანაც ახალი განვითარება შეიძინა ამ 4 წლის მანძილზე და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, ამ 4 წლის განმავლობაში, იყო რევოლუციის 4 მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომშ ემდეგი 4 წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და ეს ყველაფერი, რა თქმაუნდა, უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტტრამპს გაცხადებული, ეს არის „დიფსთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო–აშშ–ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც