ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტ ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი შეეჯახა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დაცვის სამსახურის ერთ-ერთ ავტომანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტი 17 დეკემბერს, გვიან საღამოს მოხდა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში, სადაც ჯო ბაიდენი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა.
ტელეკომპანია ABC-ს და სააგენტო Reuters-ის ცნობით, შტაბიდან გამოსული პრეზიდენტი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, როცა დელავერის სანომრე ნიშნიანი, „სედანის“ ტიპის ავტომობილი შეეჯახა უსაფრთხოების სამსახურის ავტომანქანას, რომელსაც გზაჯვარედინი ჰქონდა გადაკეტილი. პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მძღოლი მათ მოთხოვნას დაემორჩილა და ხელები მაღლა ასწია. უსაფრთხოების სამსახურს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უკვე იმყოფებოდა იმ ავტომობილში, რომლითაც პრეზიდენტი მგზავრობს. მოგვიანებით მას ჯო ბაიდენი შეუერთდა და ისინი სახლში დაბრუნდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.