პრეზიდენტს დაზიანება სახის არეში აღენიშნება, რაც დანაშაულს ამძიმებს –

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად ზურაბიშვილს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნულს ადასტურებს სამედიცინო დასკვნაც, რომელიც საქმეს თან დაერთო.
ინტერესების დამცველი აღნიშნავს, რომ სახის არე სახიფათო ზონად ითვლება, ამიტომ ასეთ დროს კანონმდებელი უფრო მკაცრია.
“სახის არეში აღენიშნებოდა ვიზუალურადაც და შემდეგ სამედიცინო გამოკვლევა ვთხოვეთ და ჩვენი თხოვნით ჩაიტარა გუშინვე და სამედიცინო დაწესებულებამ გასცა ოფიციალური ცნობა, რაც ახლა მე დავურთე საჩივარს. დადასტურებულია, რომ დაზიანება აღენიშნება. სახის არეში როდესაც ესვრი ადამიანს, შეიძლება, იყოს ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო. სახის არე ითვლება სახიფათო ზონად და ამიტომაც გაცილებით უფრო მკაცრია ასეთ დროს კანონმდებელი. საგნების სროლა პრეზიდენტის მიმართ, წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა და ეს იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური პოზიცია არ მოგწონს, ამისთვის არის ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, თუმცა მას ცალკე დაემატება ის, რომ დაზიანება რადგან აღენიშნება, ეს ცალკე მაკვალიფიცირებელი გარემოება უდავოდ ქმნის აუცილებლობას გამოძიების დაწყების, – ამბობს ბესელია.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს