პრეზიდენტმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები უფლებადამცველებს პირადად გადასცა.
ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:
ბაია პატარაია – ორგანიზაცია საფარის თანადამფუძნებელი დაჯილდოვდა ქალთა უფლებების დაცვისა ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის.
ანა არგანაშვილი – უფლებადამცველი დაჯილდოვდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.
ელისო ამირეჯიბი – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დამფუძნებელი დაჯილდოვდა გენდერის ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვის, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემური ცვლილებების ადვოკატირებისა და ადამიანური რესურსის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის.
ნატო შავლაყაძე – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დამფუძნებელი დაჯილდოვდა გენდერის ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვის, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემური ცვლილებების ადვოკატირებისა და ადამიანური რესურსის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის.
-ორგანიზაცია ვეძებ-ის დამფუძნებელი, დაჯილდოვდა განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისათვის, პირადული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ