პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას.
ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზია, სტიქიასთან ბრძოლას რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება.
8 თებერვლის სხდომის ბოლოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატებმა ირაკლი კობახიძის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობას 84 ხმით ნდობა გამოუცხადა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”