პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა

ათონელის რეზიდენციის წინ გაიმართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ:
· ნინო თიბილაშვილი - მოფარიკავე;
· ანა ჯაფარიძე - პარალიმპიური პრიზიორი პარატაეკვადოში;
· ინა ქალდანი - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში;
· აკაკი ჯინჭარაძე- პარალიმპიური პრიზიორი პარაწოლჭიმში;
· რევაზ ჩიკოიძე - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში;
· ვლადიმერ ჭინჭარაული - პარალიმპიური პრიზიორი პარასროლაში;
· ზურაბ ზურაბიანი - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში;
· გიორგი ქალდანი - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში;
· გიგა ოჩხიკიძე - პარამძლეოსანი;
· ლაშა გურული - მოკრივე;
· გივი მაჭარაშვილი - მოჭიდავე;
· ილია სულამანიძე - ძიუდოისტი;
· ტატო გრიგალაშვილი - ძიუდოისტი;
· ლაშა ბექაური - ძიუდოისტი;
· გენო პეტრიაშვილი - მოჭიდავე;
· ლაშა ტალახაძე - ძალოსანი;
· ლაშა შავდათუაშვილი - ძიუდოისტი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა სპორტმენებს მიმართა და უთხრა, რომ მათ მოიპოვეს, არამხოლოდ მედლები და ჯილდოები, არამედ ხალხის სიყვარული.
"თქვენ, სპორტსმენებო, გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გიღებთ დღესთქვენი ქვეყნის მსოახლეობა. არამხოლოდ მედლები, ჯილდოები და პრემიები დაიმსახურეთ, მიიღეთ ბევრად მეტი, მარადიული, ისეთი რამ რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს - ესაა ხალხის სიყვარული. დაე, შეგეძლოთ ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება. თქვენ სჭირდებით ქვეყანას, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელის".
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2024 წელს საქართველომ ევროპიდან "დიდი იმედი და სერიოზული შედეგი" მიიღო.
"ფეხბურთელებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანეს, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა საქართველო ევროპის შუაგულში, პარიზში სერიოზულ მეტოქედ წარმოაჩინეს. ორივე შემთხვევაში ვიზეიმეთ არა მხოლოდ ცალკეული სპორტმენის გამარჯვება, არამედ, ქვეყნის წარმატებაც და მისი მსოფლიო რუკაზე გამოჩენა.
არ არსებობს ალბათ ამაზე დიდი ბედნიერება, როცა უყურებ რომ მტელ საზოგადოებას ერთად უხარია, ერთად დგას. სპორტის უდიდესი ძალაა ადამიანები გაახაროს და გააბენდიეროს. ასეც მოხდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.