პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 12 აპრილს, მოსამართლე ზვიად შარაძემ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა იმავე საღამოს განაცხადა, თუმცა ამის შემდეგ, მოსამართლემ 14 დღიანი ვადა ითხოვა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად.
დღეს ადვოკატებმა განაჩენის დასაბუთებული ნაწილი მიიღეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩააბარეს, რის შემდეგად, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა.
ლაზარე ციხეს დღეს დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”