ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტი: ხელისუფლების დაჟინება გაიტანოს კანონი, დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსახლეობის ნებისა და პარტნიორების პროტესტის ფონზე ხელისუფლების დაჟინება გაიტანოს ეს კანონი პირდაპირი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა:
„მასობრივი პროტესტის მეორე დღე თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის ნების და პარტნიორების პროტესტის საწინააღმდეგოდ პირდაპირი პროვოკაციაა — დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა“ — წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ პოლიციამ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენა. რამდენიმე დემონსტრანტი კი პოლიციამ დააკავა. მათ შორის არის „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე, რომელმაც დაწერა რომ პოლიციამ დაკავებისას მასზე იძალადა.
რა ხდება?

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.