პრეზიდენტი – ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე, მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს – საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?

ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს, მასობრივი დაკავებები და არასათანადო მოპყრობა.
განათლების სამინისტრო ინფორმატორებისთვის ცხელ ხაზს ხსნის, სასწავლო პროცესის დამრღვევთა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რუსთაველის გამზირზე დღეს 19:00 საათიდან შეიკრიბნენ. დაახლოებით 22:30 საათიდან სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. 23:30 საათიდან კი სპეცრაზმმა სრულად გაათავისუფლა რუსთაველის გამზირზე უშუალოდ, პარლამენტის შენობის პერიმეტრი და მიმდებარე ქუჩები, დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილეც. საპოლიციო ძალებმა დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას გამოიყენა წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ