პრეზიდენტი – ჩემთან ადმინისტრაციაში ორი კიბერშეტევა იყო და სახელმწიფო უწყებებიდან ნული რეაგირება – ამერიკელებმა უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინეს, ვიდრე ჩვენმა უწყებებმა

ჩემთან ადმინისტრაციაში ორი კიბერშეტევა იყო და სახელმწიფო უწყებებიდან ნული რეაგირება. ამერიკელებმა უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინეს, ვიდრე ჩვენმა უწყებებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დეზინფორმაციაზე საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეს სავალალო მდგომარეობა და სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც დღესვე უნდა იწყებოდეს და არა მომავალში, არჩევნების შემდეგ.
„დეზინფორმაციასთან ბრძოლა – ეს ყოველდღიურია. ეს არ არის პარლამენტის გასაკეთებელი – ეს არის თქვენი გასაკეთებელი. ჩემი, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, მაგრამ არა მაინცდამაინც პარლამენტში. სამაგიეროდ, არის ერთი უწყება, რომელიც საერთოდ დაშლილია და არ არსებობს – ეს არის უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრეზიდენტიდან პრემიერის დაქვემდებარებაში გადაიტანეს.
ჩემთან ადმინისტრაციაში ორი კიბერშეტევა იყო და სახელმწიფო უწყებებიდან ნული რეაგირება. ამერიკელებმა უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინეს, ვიდრე ჩვენმა უწყებებმა. ეს არის ძალიან ეს სავალალო მდგომარეობა და სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც დღესვე უნდა იწყებოდეს და არა მომავალში, არჩევნების შემდეგ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ