ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტი შსს-ს: დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მშვიდობიანი აქციის დარბევა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, "დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა".
ასევე ზურაბიშვილი მიმართავს სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები.
"ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.
სირცხვილია, შენს ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს" - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ შსს-მ არაერთხელ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი, ასევე, სცადა მათი წყლის ჭავლით დაშლა. გარდა ამისა, სპეცრაზმმა სცემა მომიტინგეებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.