ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტი - შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია - მშვიდობიანი დემონსტრაცია იწყებოდა, როდესაც დარბევა დაიწყო

პრეზიდენტი - შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია - მშვიდობიანი დემონსტრაცია იწყებოდა, როდესაც დარბევა დაიწყო

მშვიდობიანი დემონსტრაცია იწყებოდა, როდესაც დარბევა დაიწყო , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დღევანდელ საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
პრეზიდენტი აღნიშნულს „შემაშფოთებელ ესკალაციად“ აფასებს.
„დღეს ღამით შეინიშნება შემაშფოთებელი ესკალაცია. მშვიდობიანი დემონსტრაცია იწყებოდა, როდესაც დარბევა დაიწყო. ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე და პროტესტის უფლებაზე - დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავების შემდეგ”, - წერს ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.