არქივი14 დეკემბერი, 2023, 21:13
პრეზიდენტი შარლ მიშელს - ქართველი ხალხი ღრმად აფასებს თქვენს სოლიდარობას და არწმუნებს მათ, რომ ევროპა არა მხოლოდ უსმენს, არამედ მათ გვერდით დგას
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მადლობას უხდის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.
"უღრმესი მადლობა შარლ მიშელს, საქართველოს ურყევ მეგობარს!
თქვენი მუდმივი მხარდაჭერა, განურჩევლად გარემოებისა, ბევრს მეტყველებს. ქართველი ხალხი ღრმად აფასებს თქვენს სოლიდარობას და არწმუნებს მათ, რომ ევროპა არა მხოლოდ უსმენს, არამედ მათ გვერდით დგას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.