პრეზიდენტი: ტოტალური ტყუილი სუფევს, ტყუილი საბჭოთა კავშირის მართვის იარაღი იყო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის საკუთარ ანგარიშზე წერს, რომ ტყუილს შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობასა და გარე სამყაროზე მართვის მთავარ იარაღად საბჭოთა კავშირი იყენებდა და „დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას“.
„უკვე არც “რუსული” კანონები, თუ “რუსული” არჩევნები აღარ კმარა, ეხლა ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვანონ უნდათ. ტოტალური ტყუილი სუფევს სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ! ეუთო ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს ქვეყნის „რეპრესიის კრიმინალური ვერტიკალის“ „ღირსების“ ორდენით დაჯილდოების გეგმას.
20 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ხელისუფლება გეგმავს, „ღირსების ორდენზე წარვადგინოთ“ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს კიდევ 10 მაღალჩინოსანი – მათ შორის, სანქცირებული პირები. კობახიძის შეფასებით, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, შს სამინისტრო ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდა.
უკვე სამ კვირაზე მეტია, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.დაკავებულების უდიდეს ნაწილს ძალადობის კვალი ეტყობა. არსებობს ვიდეოკადრები, როცა ძალოვნები ძირს დაგდებულ დემონსტრანტებს გამეტებით, ჯგუფურად სცემენ, ძირითადად სახეში ურტყამენ. ბევრს დასჭირდა კლინიკაში მკურნალობა, ზოგს კი – რთული ოპერაცია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე – 2012 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ქართული მხარისთვის კაპიტულაციის აქტი იყო – მანამდე საოკუპაციო ძალები 125 სოფელზე კონტროლს ვერ ახორციელებდა და 12 აგვისტოდან 125 დასახლებაზე მათი კონტროლი გაფორმდა!

მიხეილ ყაველაშვილი – ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად, აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა – სიბრძნე და სიფხიზლე, ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი