ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტი - საქართველოს მასშტაბით ხალხი ეწინააღმდეგება რუსულ მარიონეტულ რეჟიმს

პრეზიდენტი - საქართველოს მასშტაბით ხალხი ეწინააღმდეგება რუსულ მარიონეტულ რეჟიმს

საქართველოს მასშტაბით ხალხი ეწინააღმდეგება რუსულ მარიონეტულ რეჟიმს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ხალხის გზავნილი ნათელია: დამიბრუნე ჩემი ხმა! დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი!
„დედაქალაქიდან ყველაზე პატარა ქალაქებამდე ეს არის მოძრაობა, რომლის მსგავსიც ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. გზავნილი ნათელია: დამიბრუნე ჩემი ხმა! დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი!“- აცხადებს პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.