ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სენატორი ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა.
პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოახლოებული არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება.
„მათი ვიზიტი საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.
საქართველოს მთავრობის ადინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სენატორი და კონგრესმენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვალ, 10 აგვისტოს შეხვდებიან.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე დაგეგმილია სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შაჰინი და ტერნერი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.
„შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, - აცხადებს აშშ-ს საელჩო საქართველოში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.