პრეზიდენტი საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

პრეზიდენტი საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი სწორედ სამძიმრით დაიწყო.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ მოზარდებს დღეს ამავე სოფელში დაკრძალავენ.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია 5 იანვარს დატრიალდა.
ადგილობრივების თქმით, ღუმელის დანთებისას ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია, რასაც ცეცხლის აალება მოჰყვა.
დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი – 8 თვის.
ბავშვების ბებია კლინიკაშია მოთავსებული.
მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)