ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს - ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან - მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე

ზოგმა ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ არის ამ ქვეყნის საუკუნოვანი მტერი. ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან - მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ” კანონს აპროტესტებენ.
პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგას.
“ზოგმა ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ არის ამ ქვეყნის საუკუნოვანი მტერი. ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან. შეიძლება ვიღაცები, ის ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას იმიტომ, რომ ქვეყანამ დღეს გამოაჩინა, ვინ არის და რა არის, ასევე სად არის. ეს არის ჩვენი მომავალი. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.