არქივი29 აპრილი, 2024, 15:25
პრეზიდენტი - „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში ავტობუსებით გადაჰყავთ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად - ნამდვილი საქართველო თავისუფალი, ევროპული საქართველოა
ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.
„გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად.
ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.