არქივი1 მაისი, 2024, 01:33
პრეზიდენტი: პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. #არარუსულიკანონს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება ხდება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება ეზღუდება. #არარუსულიკანონს“, - წერს პრეზიდენტი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.