პრეზიდენტი ოპოზიციას მობილიზებას უკეთებს, მაგრამ მათ ლიდერიბას ვერ კისრულობს, რადგან იცის, რომ ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს

„ოპოზიცია პრეზიდენტმაც მიატოვა, არჩევნებზე გაერთიანდით და საკუთარ თავს მიხედეთო. თავად კი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო,“ – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას.
ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიში ანგარიშს არ ჰგავდა. ის უფრო საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა იყო, ვიდრე – ანგარიში.
“დღეს, სალომე ზურაბიშვილმა წლიური ანგარიში წინასაარჩევნო გამოსვლით ჩაანაცვლა.
პრეზიდენტს ურჩევნია, ჯერჯერობით ტენდენციურ არბიტრად დარჩეს, ვიდრე წაგებულ ველზე მთლიანად გადაბარგდეს. იგი ოპოზიციას მობილიზებას უკეთებს, მაგრამ მათ ლიდერობას ამ ეტაპზე ვერ კისრულობს, რადგან იცის რომ ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს. მისი დაანონსება საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა წინასაარჩევნო აქტიურობა. ოპოზიცია პრეზიდენტმაც მიატოვა, არჩევნებზე გაერთიანდით და საკუთარ თავს მიხედეთო.
თავად კი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო. მისი განცხადება: „ოპოზიციური ლიდერების დაწუნების დრო არ არის“, ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, სააკაშვილს შეიწყალებს და ამით საბოლოოდ ჩამოიხსნის ნიღაბს.
პრეზიდენტს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ომის საფრთხეზე. ამაში ჩანს მისი წინდაუხედაობაც, უპასუხისმგებლობაც და ცალ ფეხზე დგომაც. სამაგიეროდ, ხშირად ახსენა მოძრაობა „ხალხის ძალა“, ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტი „უცხოური ფულით დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ და კიდევ ერთხელ უწოდა ამ კანონს რუსული. თუმცა, „ევროპულად“ მოაზროვნე ზურაბიშვილს დაავიწყდა ის, რომ ამ „მოსკოვის ნაკარნახებ“ კანონს თავად ევროკავშირი იღებს. პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიში ანგარიშს არ ჰგავდა. ის უფრო საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა იყო, ვიდრე – ანგარიში.
სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო პროპაგანდა ნაკლებად საინტერესო იყო მოსახლეობისთვის, რადგან ყველამ კარგად იცის, თუ ვისი დამსახურებაა კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. როგორი დაკვეთაც არ უნდა მისცენ ზურაბიშვილს უცხოეთიდან, მისი წარმატებით განხორციელების შანსი უპერსპექტივოა,” – წერს ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი