პრეზიდენტი ნიკა გილაურს შეხვდა, თუმცა არ ადასტურებს, რომ ის პრემიერობის კანდიდატი იქნება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებს ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად ნიკა გილაურის დასახელებას.
პრეზიდენტი და ნიკა გილაური, რომელიც ბოლო პერიოდში ქართლ საინფორმაციო სივრცეში გააქტიურდა, დღეს შეხვდნენ ერთმანეთს.
ნიკა გილაური წინა ხელისუფლების დროს იყო ენერგეტიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი. 2012 წლის შემდეგ მან საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმა დააფუძნა, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს აძლევდა რჩევებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.