პრეზიდენტი – მზად ვარ, სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს

მე მინდა აქვე გამოვაცხადო ის, რაც არმომხდარი უკვე ძალიან დიდი ხანია, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიშვებდნენ – მე მზად ვარ, რომ სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს სწორი იქნება, რადგან პრეზიდენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთად უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მის ინფორმირებას.
„მადლობელი უნდა ვიყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომელიც იმედი მაქვს ჩქარ-ჩქარა დაიბრუნებს თავის ნამდვილ როლს, რომელიც არის, რომ ემსახუროს საზოგადოებას და რომელიც მას დავიწყებული ჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ასეთი ცოცხალია დღეს. ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეს ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ღირსია ასეთი საზოგადოების.
მე მინდა აქვე გამოვაცხადო ის, რაც არ მომხდარა უკვე ძალიან დიდი ხანია, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიშვებდნენ. მე მზად ვარ, რომ სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს და მგონი ეს სწორიც იქნება, რადგან პრეზიდენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთად უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მის ინფორმირებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას