პრეზიდენტი მზადაა, ხელმოწერების შეგროვების და მისთვის წარდგენის შემთხვევაში, რეფერენდუმი დანიშნოს საკითხზე: “გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.
„გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? – გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან. მოვაწერ ხელს რეფერენდუმს – გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველა ერთად. 84 კაცი არავინაა იმასთან შედარებით, დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო.
მეორე მთავარი საქმე – თქვენი, ვინც აქ ხართ, ახალგაზრდების მთავარი მოვალეობა, მას შემდეგ, რაც ხელმოწერებს შეაგროვებთ და ჩემთან მოიტანთ, იქნება ის, რომ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება იმიტომ, რომ თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა, ასევე ჩვენი დიასპორის მინიმუმ ნახევარი მილიონი ხმა არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ