ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტი - თუ ხალხი სახლში არ დარჩება, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია, ეს ყველამ უნდა გაიგოს - ადრე ადექით, წადით საარჩევნო უბანზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ

პრეზიდენტი - თუ ხალხი სახლში არ დარჩება, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია, ეს ყველამ უნდა გაიგოს - ადრე ადექით, წადით საარჩევნო უბანზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ

ყველას ინტერესია მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, თუ ამომრჩეველი სახლში არ დარჩება, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია.
„მინდა ამომრჩევლებს ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბება არ არის ახალი. ყველაფერი გავლილი გვაქვს - არჩევნების გაყალბების ტრადიციული ფორმები, კარუსელები. თითქმის ყველაფერი ნანახი მაქვს. არ არსებობს გაყალბება , რომელიც არის უფრო ძლიერი, ვიდრე გამოსული ხალხი, რომელიც თავის ნებას იტყვის საარჩევნო უბანზე. თუ ხალხი სახლში არ დარჩება, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია. ეს ყველამ უნდა გაიგოს. სიმშვიდე არის თქვენზე დამოკიდებული. ადრე ადექით, წადით საარჩევნო უბანზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ. მეც ვიქნები საარჩევნო უბანზე. მთელი დღე ვიქნები ინფორმირებული.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ისე ,როგორც ამ ქვეყანას და ევროპულ მომავალს სჭირდება. ყველას ინტერესია მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.