არქივი21 მარტი, 2024, 16:36
პრეზიდენტი თოფურიას: მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეობის შენარჩუნება ისურვეთ, სერიოზული გზავნილია
მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ მოისურვეთ, დროულად შენარჩუნებულიყო საქართველოს მოქალაქეობა. ეს არის დღევანდელ დღეს ძალიან სერიოზული გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ცხოვრობს უცხოეთში, მოღვაწეობს უცხოეთში, დროულად თვითონ გამოიჩინონ სურვილი, რომ დაიბრუნონ ან შეინარჩუნონ მოქალაქეობა.
ეს სურვილი თქვენგან ნიშნავს, რომ ინარჩუნებთ კავშირს ქვეყანასთან. ნიშნავს, რომ რაც არ უნდა წარმატებული იყო, გინდა, რომ ატარო საქართველოს დროშა და იყო საქართველოს წარმომადგენელი. ამისთვის, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.