არქივი15 აპრილი, 2024, 07:40
პრეზიდენტი: დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა – კანონი არაა ევროპული
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს რუსულ კანონთან დაკავშირებით “საჯარო დისკუსიას” სთავაზობს.
“დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა – კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.