არქივი11 ივნისი, 2024, 21:55
პრეზიდენტი ახალგაზრდებს: მადლობა, თქვენ დიდი საქმე შეძელით - თქვენ უკვე გაიმარჯვეთ
თქვენ დაანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით. შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ რა საქმე, ვერ გავიმარჯვეთ, ვერ დავამარცხეთ რუსული კანონი და დღეს რაღა ვქნათო. თქვენ გაიმარჯვეთ უკვე და გამარჯვებული დადიხართ. ეს ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთიდან გიყურებდნენ და თქვენთან ერთად არიან, სწორედ ამას გეუბნებიან, რომ თქვენ უკვე გაიმარჯვეთ.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.