არქივი1 დეკემბერი, 2024, 00:23
პრეზიდენტი: აშშ-ის მიერ პარტნიორობის შეჩერება ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს მიერ საქართველოსთან შეჩერებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შედეგია. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა X-ზე გამოაქვეყნა.
"აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია. როგორც არასდროს, აშკარაა, რომ მათ მიერ გატარებული კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით - რუსეთისკენ მიდის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
**
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.