პრეზიდენტის სასახლესთან რაც ვნახეთ, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა

პრეზიდენტის სასახლესთან რაც ვნახეთ, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა
პრეზიდენტის სასახლესთან რაც ვნახეთ, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ის, რასაც ვისმენდით რამდენიმე თვე სახელმწიფო გადატრიალებასთან და ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, გარკვეულმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა, რომ სისრულეში მოეყვანა. ის, რაც ვნახეთ პრეზიდენტის სასახლესთან, იყო სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობის მცდელობა. უამრავი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არავის გადაედგა. უამრავი მოწოდება გაკეთდა ჩემი, ბატონი პრემიერის, ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან. რაც არ უნდა იყოს, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. შეიძლება, სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ, მაგრამ რატომ უნდა მიხაროდეს ვიღაცის ციხეში წასვლა?! მათ გადაწყვიტეს, რომ ეს გაეკეთებინათ. ეს არის დანაშაული და სახელმწიფო რეაგირებს. ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა