ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტის თქმით, შს მინისტრ გომელაურს ვერ უკავშირდება – ვერც „სამთავრობო ხაზით“

პრეზიდენტის თქმით, შს მინისტრ გომელაურს ვერ უკავშირდება – ვერც „სამთავრობო ხაზით“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს. იგი მადლობას უხდის ამომრჩეველს, მოუწოდებს ჯერ არმისულ მოქალაქეებს არჩევნებისკენ წასვლისკენ და აგრეთვე აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს ძალიან ცუდ, ძალადობის ფაქტებს.
ზურაბიშვილის თქმითვე, ვერ უკავშირდება შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მათ შორის ვერც „ოფიციალური სამთავრობო ხაზით“.
„მე მინდა აღვნიშნო ძალიან ცუდი ფაქტები – ძალადობის, რაც ხდება სხვადასხვა უბანზე. ხან მედიას აპარატურა დაუმტვრიეს, ხან არის პირდაპირ ძალადობა, ჯგუფები არიან იქ შეკრებილნი, რომელთა ერთადერთი მიზანიც არის დაძაბულობა და კონფრონტაცია. ეს სამწუხაროა – ეს ჩვენი ქვეყნის სახე და რეპუტაციაა. ეს სისუსტის მაჩვენებელია, ნურავინ შეშინდება ამითი. მინდა მივმართო შს მინისტრს – მას სამწუხაროდ ვერ ვუკავშირდებით, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს – მინდა ვთხოვო, პოლციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი და ეფექტური. არ შეიძლება დავუშვათ ამ ტიპის დაძაბულობა. ყველას დიდი მადლობა. მადლობა მედიას, რომელიც ძალიან რთულ პირობებში მუშაობს. მათი ინფორმაციით ვართ ყველა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.