არქივი15 ოქტომბერი, 2024, 18:57
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
ამასთან, პრესსამსახური არ ადასტურებს, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.
„პრეზიდენტი დღეს შეხვდა ნიკა გილაურს. არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია”, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.