ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა მიმდინარე პროცესების ფონზე, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის ხაზგასმაა.
„პრეზიდენტმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხის ურყევ და მტკიცე ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს.
ამასთანავე, ხაზი გაესვა წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის და სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ყოფნის მნიშვნელობას.
პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება.
დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის წინსვლისათვის გაწეული ძალისხმევის გამო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.