პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა 9 თებერვალს, ოფიციალური წერილით მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, წერილი 9 თებერვალს გაიგზავნა.
„საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობით, სალომე ზურაბიშვილს ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტი სახელისუფლებო პარტიის წევრებმა გააკრიტიკეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.