არქივი9 ნოემბერი, 2024, 17:40
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერების შემდეგ, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ფილარმონიასთან იმყოფებიან

მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც ცოტა ხნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერდნენ, ფილარმონიასთან იმყოფებიან.
არსებული ინფორმაციით, ფილარმონიასთან შეჩერებული აქციის მონაწილეები მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან" დაძრულ მეორე მსვლელობის მონაწილეებს ელოდებიან, რის შემდეგაც მსვლელობები გაერთიანდება, თუმცა შემდეგი ლოკაციის ადგილი ამ ეტაპზე უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.