პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად ჩეხეთში, პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - Holiday World and Region World მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტების შესახებ.
„გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩეხური მედიის წარმომადგენლებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით. შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთის პოპულარული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოში პრესტურის მოწყობის საკითხი.
პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 30-მდე ქვეყნიდან 300-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა. გამოფენას 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.