პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრაღაში 2026 წლის 1–ელი იანვრიდან ელექტრო სკუტერებს აკრძალავენ

პრაღაში 2026 წლის 1–ელი იანვრიდან ელექტრო სკუტერებს აკრძალავენ

მომავალი წლის იანვრიდან პრაღა აკრძალავს ელექტრო სკუტერების დაქირავებას რითაც ის ევროპის უახლესი ქალაქი გახდება, რომელიც ამ პოპულარულ ურბანულ ტრანსპორტის რეჟიმზე კონტროლს ამკაცრებს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ჩეხეთის დედაქალაქმა ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომელიც ცვლის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებს და განსაზღვრავს ველოსიპედების - როგორც ჩვეულებრივი, ასევე ელექტრო - პარკირების ადგილებს. თუმცა, კანონი არ აკონკრეტებს ელექტრო სკუტერების დაქირავებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იანვრიდან აიკრძალება.
პრაღის მერიის განცხადებით, მიღებული კანონი ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი სივრცეების ელექტროსკუტერების უკონტროლო გადაადგილებისგან გათავისუფლებას, რომლებიც ქალაქში ხშირად უფრო ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გამოიყენება, ვიდრე ტრანსპორტირების საშუალებად და „ქაოსს“ ქმნიან ტროტუარებსა და ფეხით მოსიარულეთა ზონებზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.