,, პოსტი ავიღე, მაგრამ მაინც ცრუ ალეკოს თაღლით სულს მაინც არაფერი ეშველება” – ნინო ნადირაძე

,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა “ვივამედი”, ნინო ნადირაძის მიერ ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, სამართალდამრღვევად ცნო. არადა, ხომ გახსოვთ ეს ნინო ნადირაძე როგორ ირწმუნებოდა, არანაირ ეთიკის წესებს მე არ ვარღვევო და თან ჩემი რენტგენის ფოტო (პაციენტის პირადი ინფორმაცია) ფეისბუქზე გამოდო. ასეთი უცნაური კლინიკაა, არც დიაგნოზს გისვამენ სწორად და თქვენს პერსონალურ მონაცემებსაც სად გამოდებენ, კაცმა არ იცის. მოკლედ, არ გაეკაროთ და არ ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა ამ სამართალდამრღვევებს”
გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა ნინო ნადირაძე:
,,მივიღე გაფრთხილება და ელისშვილის სიცრუის გამომააშკარავებელი პოსტის აღების დავალება, პოსტი ავიღე, მაგრამ მაინც ცრუ ალეკოს თაღლით სულს მაინც არაფერი ეშველება. ამ კლინიკაში 600 ადამიანი, ექიმები, ექთნები, დამხმარეები, დღე და ღამეს ასწორებს, რომ სახლში შვილებს სახლში სარჩო მიიტანოს, და ვიღაც თაღლით პოლიტიკანს არ გავუტარებ ცილისწამებას, საკმარისად გავატარე ისედაც. თუმცა მასეთებს საკუთარი კიტრი თავების გარდა, არავინ აინტერესებთ. კაცმაცუნები, ფუფ“

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)