ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პორტუგალიელი ულტრამემარჯვენეები ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის ალიანსს შეუერთდებიან

პორტუგალიელი ულტრამემარჯვენეები ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის ალიანსს შეუერთდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ბერტალან ჰავასი ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, პორტუგალიური ულტრამემარჯვენე პარტია „ჩეგა!“ ევროპარლამენტში ახალ პოლიტიკურ ჯგუფს „პატრიოტები ევროპისთვის“ შეუერთდება.
„ჩეგა!“-ს ლიდერმა, ანდრე ვენტურამ განაცხადა, რომ შესაძლოა პარტია ევროპარლამენტში შექმნილ ახალ პოლიტიკურ ჯგუფს ოთხშაბათს შეუერთდეს.
9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში პორტუგალიურმა პარტიამ ორი მანდატი მიიღო.
შეგახსენებთ, გუშინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის შექმნის შესახებ გამოაცხადეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.