პორტუგალიამ ფინეთს რონალდოს გარეშე სძლია
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიამ რონალდოს გარეშე ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე ფინეთი 4:2 დაამარცხა.
დუბლი შეცვლაზე შესულმა "მანჩესტერის" ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა შეასრულა.
პორტუგალია ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს - 8 ივნისს ხორვატიას, 11 ივნისს კი ირლანდიას უმასპინძლებს.
საქართველოს ევროვნული გუნდი პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 26 ივნისს გელზენკირხენში დაუპირისპირდება.
პორტუგალია - ფინეთი 4:2
გოლები: 1:0 დიაში (17), 2:0 ჟოტა (45+4, პენ), 3:0 ბრუნო ფერნანდეში (55), 3:1 პუკი (71), 3:2 პუკი (77), 4:2 ბრუნო ფერნანდეში
(84)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.